ქალაქ ლიოვენში (ბელგია) დასრულდა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი რაპიდში. პლანეტის წამყვან მოჭადრაკეებთან, მაგნუს კარლსენთან(ნორვეგია), უესლი სოსთან(აშშ), ვლადიმირ კრამნიკთან(რუსეთი), ვასილი ივანჩუკთან(უკრაინა), იან ნეპომნიაშჩისთან (რუსეთი), ლეონ არონიანთან (სომხეთი), ვიშვანათან ანანდთან(ინდოეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავთან(საფრანგეთი) და ანიშ გირთან(ჰოლანდია) ერთად, ამ ტურნირში საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ბაადურ ჯობავაც მონაწილეობდა, რომელიც ზემოთ ნახსენებ მოჭადრაკეებს რეიტინგში საკმაოდ ჩამორჩება.
ასპარეზობა ერთ წრედ, ცხრა ტურად ჩატარდა. გამარჯვებისათვის ორი, ყაიმისათვის ერთი, ხოლო წაგებისათვის ნული ქულა იყო დაწესებული. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯობავამ მასზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა.
საბოლოოდ ადგილები ასე გადანაწილდა:
1.სო - 14 ქულა
2.ვაშიე-ლაგრავი - 12
3.კარლსენი - 11
4.გირი - 10
5-9.არონიანი, კრამნიკი, ნეპომნიაშჩი-7.0-7.0
10.ჯობავა - 1