არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიის “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. როგორც გამოცემა Sport-ი იტყობინება, სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი “ბლაუგრანასთან” ახალ ხელშეკრულებას 15 ივლისს გააფორმებს. მესი “კამპ ნოუზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
კონტრაქტის თანახმად, ლიონელს სხვა გუნდში გადასვლა მხოლოდ 400 მილიონ ევროდ შეეძლება.
ლიონელ მესი “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში მან პრიმერადივიზიონში 34 მატჩში 37 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 9 შეხვედრაში 11-ჯერ გამოიჩინა თავი.