იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ახლოსაა ფლორენციის “ფიორენტინას” შემტევი ნახევარმცველის, ფედერიკო ბერნარდესკის გადაბირებასთან. როგორც იტალიურ მედიას “იების” სპორტულმა დირექტორმა პანტალეო კორვინომ განუცხადა, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და “იუვეში” გადასვლის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ბერნარდესკის სანაცვლოდ “ბებერ ქალბატონს” 40 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. ამას კი, შესაძლოა შემდგომშო ბონუს თანხებიც დაემატოს.
23 წლის ფედერიკო ბერნარდესკი “ფიორენტინას” აღზრდილია და მთავარ გუნდში 2014 წლიდან მოყოლებული რეგურალურად თამაშობდა. გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 42 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
იტალიის ნაკრებში მას 9 შეხვედრაში ერთი გოლი გაუტანია. ცოტა ხნის დასრულებულ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე კი, შესაბამისი ნაკრების შემადგენლობაში 4 მატჩში 2-ჯერ გამოიჩინა თავი.