ჩოგბურთი

18:41 | 4.07.2017 | ნანახია 1098 - ჯერ

კერბერის არადამაჯერებელი სტარტი

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, გერმანელმა ანგელიკა კერბერმა უიმბლდონის პირველ წრეში რეიტინგის 247-ე ნომერი ამერიკელი ირინა ფალკონი 6:4, 6:4 დაამარცხა. კერბერს საკმაოდ სუსტი მეტოქე ჰყავდა და ამის ფონზე ამერიკელმა გერმანელი ორჯერ დააბრეიკა. ფალკონს 22 ვინერსი ჰქოდნა, ხოლო კერბერს 15. თუმცა ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ანგელიკამ კლასის ხარჯზე მაინც მოიგო. შეხვედრა საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.

მომდევნო ეტაპზე კერბერის მეტოქე ბალახის საფარზე კარგად მოასპარეზე კრისტენ ფლიპკენსი იქნება. შეხვედრა 6 ივლისს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში კერბერი მეტოქეს 1:0-ს ამარცხებს. 2014 წელს უიმბლდონის 1/16-ფინალში გერმანელმა ფლიპკენსს 3:6, 6:3, 6:2 აჯობა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:08 | 05.07.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

მიდი Uტიე კერბერიტა , არ გაჩერდე გოგო

19:40 | 04.07.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

მევუUასება ეს , მაგარი მებრძოლი გოგოა!.!

0.126329