საფეხბურთო კლუბ "გაგრას" Facebook-გვერდის ცნობით, გუნდს უკრაინელი ახალწვეული ჰყავს: ივან მუჩაკი. ტანმაღალმა ცენტრალურმა მცველმა კარიერა მშობლიურ ლუცკის "ვოლინში" დაიწყო, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და პოლონურ "ლეგიონოვიაში" გადავიდა.
პოლონეთშიც ერთი სეზონი დაჰყო და კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, პირველი ლიგის წარმომადგენელ ტერნოპილის "ნივაში". ბოლო 3 სეზონი კი მან "ინჰულეცში" გაატარა და 38 მატჩში 2 გოლითაც გამოიჩინა თავი.
მუჩაკი უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ემზადება ჩემპიონატის განახლებისთვის. იგი რამდენიმე დღეში ოფიციალურად გააფორმებს ხელშეკრულებას "გაგრასთან".