ფეხბურთი

16:46 | 4.07.2017 | ნანახია 0 - ჯერ

“მარსელმა” ლუის გუსტავო გაიფორმა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა “მარსელმა” გერმანული “ვოლფსბურგის” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, ლუის გუსტავო დაიმატა. ამის შესახებ ზღვისპირელთა გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

29 წლის გუსტავო “ველოდრომზე” მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.

ლუის გუსტავომ აქამდე სახელი ბუნდესლიგაში თამაშით გაითქვა: 2007-2011 წლებში “ჰოფენჰაიმი”, 2011-2013 – “ბაიერნი” და 2013-2017 – “ვოლფსბურგი”. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს: ბრაზილიის ღირსება გუსტავოს 42 მატჩში დაუცავს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:17 | 16.02.2015
che1905 (85)

კაი ფეხბურთელია ტექნიკურია, გამოადგება ინტერს

18:27 | 16.02.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

ეს ალჟირელი ფეხბურთელები მაგარი წამოიჭიმენ ამ ბოლოს,.ისე მაგარი მებრძოლი სული კი აქვთ!

0.062941