საქართველოში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური დასრულდა. 4 ივლისი დასვენების დღეა, ხვალიდან კი მორიგი ტური დაიწყება და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით საქართველო-შვედეთის დაპირისპირებას. ორივე ნაკრებს წაგებული აქვს და ბუნებრივია, ამჯერად გააფთრებით იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
მანამდე კი, ჩვენი ვერსიით, პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ. და რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელს - ჰოლანდილი იოელ პირო დავასახელეთ. მან გერმანიასთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
სიმბოლურში საქართველოდან ერთი ფეხბურთელი შევიყვანეთ: მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი.
სიმბოლური ნაკრები: დიოგო კოშტა (პორტუგალია) - ჰოლიკი (ჩეხეთი), ობისპო (ჰოლანდია), ჯეი დასილვა (ინგლისი), ლაკვეხელიანი (საქართველო) - კადიოღლუ (ჰოლანდია), ბარკოკი (გერმანია), დე ვიტი (ჰოლანდია), სესენიონი (ინგლისი) - პირო (ჰოლანდია), ტურინა (ჩეხეთი)
საუკეთესო ფეხბურთელი - პირო (ჰოლანდია)