ტურინის იუვენტუსის მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ “ბარსელონაში” გადასვლის თაობაზე შეთავაზება უარყო.
TMW-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბონუჩი კატალონიელთა წინადადებით დაინტერესდებოდა, “იუვენტუსი” მოლაპარაკების დასაწყებად მზად იყო, თუმცა 30 წლის მოთამაშეს “ბებერი ქალბატონის” დატოვება არ სურს და იგი იტალიაში დარჩება.
იტალიელით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, მათ შორის ინგლისური “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი”. ბონუჩის “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გასულ სეზონს ბონუჩიმ სერია A-ს 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლიც გაიტანა.