ფეხბურთი

12:56 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მოტას გაუხანგრძლივა

“პარი სენ ჟერმენმა” ტიაგო მოტას კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შეგვიძლია განვაგრძოთ თანამშრომლობა, რომელმაც მომცა ბევრი დადებითი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. თავგადასავალი გრძელდება, კმაყოფილი ვარ. ჩვენ მუდამ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და იმედი მაქვს შევძლებთ ყველა ტურნირზე მაქსიმუმი გავაკეთოთ”, - თქვა 34 წლის მოთამაშემ.

ტიაგო მოტა პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში პარიზელთა შემადგენლობაში 43 შეხვედრა ჩაატარა.

0.115522