ფეხბურთი

12:31 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერს “მილანი” არ სურს, “სამპას” კი - სნეიდერი

“გალათასარაისა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის აგენტი იტალიაშია და “მილანთან” მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა როგორც Sky Italia იტყობინება, თავად ფეხბურთელს “როსონერიში” გადასვლა არ სურს და მიზეზად “ინტერს” ასახელებს.

სნეიდერის აგენტმა 33 წლის მოთამაშე მანამდე “სამპდორიას” შესთავაზა და მხარეები თითქოს ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, მაგრამ ჯენუელებმა ჰოლანდიელის დამატებაზე საბოლოოდ უარი თქვეს.

სნეიდერმა ახალგაზრდული კარიერა “აიაქსში დაიწყო, სადაც 1991-2002 წლამდე იყო. 2002-2007 წლებში “აიაქსის” მთავარ გუნდში თამაშობდა, შემდეგ 2007-2009 წლებში იყო “რეალი”, საიდანაც იტალიის სერია A-ს მიაშურა და “ინტერში” 2009-20013 წლებში ირჯებოდა. 2013 წლიდან დღემდე კი თურქულ “გალათასარაიში” თამაშობს.

0.117102