ფეხბურთი

21:25 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რამირესი “ევერტონში” ითამაშებს

ესპანელი თავდამსხმელი სანდრო რამირესი “ევერტონის” ფეხბურთელია. ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად შედგა.

მერსისაიდელებმა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, “მალაგას” ბიუჯეტი 6 მილიონი ევროთი შეავსეს. სანდრომ ახალ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ “ევერტონმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და რონალდ კუმანის გუნდისთვის სანდრო უკვე მეოთხე შენაძენია. “კანფეტებმა” აქამდე კლაასენის, პიკფორდის და ონიეკურუს გაფორმება მოასწრეს.

რამირესი “მალაგაში” გასულ ზაფხულს “ბარსელონადან” გადავიდა და 31 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.

0.123748