ფეხბურთი

19:19 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

უარი “დეზებს” და თანხმობა “გლადბახს”

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი მატიას გინტერი “გლადბახში” გადასვლას აპირებს. Kicker-ის ინფორმაციით, 23 წლის მოთამაშემ შეთავაზებები ინგლისური “ტოტენჰემიდანაც” მიიღო, თუმცა “დეზები” უარით გაისტუმრა.

ახალგაზრდა გერმანელი მოთამაშის ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

გინტერი დორტმუნდის “ბორუსიას” შემადგენლობაში 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 42 მატჩი ჩაატარა. ასევე დაეხმარა გერმანიის ეროვნულ ნაკრებს კონფედერაციათა თასზე და გუნდთან ერთად ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონი.

0.114766