მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი მცველი დანილო ტურინის “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოსაა. AS-ის ინფორმაციით, კლუბები უკვე შეთანხმდნენ და 26 წლის ფეხბურთელში “ბებერი ქალბატონი” 20 მილიონ ევროს გადაიხდის.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმდება. ბრაზილიელს “რეალთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.
დანილო “რეალში” 31,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა 2015 წელს. გასულ სეზონს კი ლა ლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.