27 წლის ფორვარდმა სერჟ იბაკამ “ტორონტოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 65 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
იბაკა 2009-2016 წლებში “ოკლაჰომას” ღირსებას იცავდა, საიდანაც “ორლანდოში” გადავიდა, მერე კი “ტორონტოს” მიაშურა. განვლილ სეზონში ის საშუალოდ ერთ მატჩში 14.2 ქულას და 6.8 მოხსნას აკეთებდა.
2012 და 2013 წლებში იბაკა ბლოკ-შოტებში ლიდერი გახლდათ.