ფეხბურთი

1:18 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით კობოური: "მსაჯი შეცდა"

საქართველოს U19 ნაკრების კაპიტანმა დავით კობოურმა პორტუგალიასთან (0:1) მარცხის შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე თქვა, რომ მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო - მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ არ იყო, რადგან არც შეხებია. თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ საგოლე მომენტები უფრო მეტი გვქონდა და წაგებას არ ვიმსახურებდით”, - განაცხადა კობოურმა.

პირველი და მეორე ტაიმები – “იძულებითი შეცვლების გაკეთება მოგვიხდა და გარდა ამისა, ალბათ დაღლილობამაც იჩინა თავი. მწვრთნელის დავალება სხვაგვარი არ ყოფილა, ისე უნდა გვეთამაშა, როგორც პირველ ტაიმში.

გუნდში ისევ საბრძოლო განწყობაა და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ”, - დასძინა მან.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 5 ივლისს, შვედეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.113944