ჭიდაობა

18:06 | 2.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი 2-2 ოქროსა და ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, გუშინდელის მსგავსად, დღესაც 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ევროპირველობის დასკვნითი დღის დილის პროგრამის შემდეგ, გიორგი კურტანიძესა (66 კგ) და ზვიად პატარიძეს (120 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში არიან.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გიორგი კურტანიძე უკრაინის ნაკრების წევრ ფავრიზ ნასიბოვს დაეჭიდება. ზვიად პატარიძე რუსეთის ნაკრების წევრ გიორგი გაჯინოვს შეხვდება. ნუგზარ წურწუმია – რუმინალ რაზვან არნაუს, ხოლო თემურ ჭკუასელიძე – აზერბაიჯანელ თუნჯაი ვაზირზადეს.

0.12294