ანტალიის პირველი საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში იუტი სუგიტას გამარჯვებით დასრულდა. იაპონელმა გადამწყვეტ მატჩში ფრანგი ადრიან მანარინო 6:1, 7:6 დაამარცხა და ATP-ის ტიტული პირველად მოიგო. ფინალამდე მსოფლიოს 66-ე ნომერმა ჩემპიონატს მეთიუ ებდენი, დავიდ ფერერი და დანიელ ალტმაიერი გამოთიშა, მარკოს ბაღდატისმა კი იაპონელთან მატჩი შეწყვიტა.
სუგიტამ ანტალიამდე სერბიტონის ჩელენჯერი მოიგო და გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ბალახის საფარზე ჩელენჯერი და ATP-ის ტურნირი ზედიზედ მოიგო. აღნიშნული გამარჯვებით იუტიმ 78, 270 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ორშაბათს განახლებულ რეიტინგს სუგიტა კარიერის უმაღლეს საფეხურზე, 44-ე პოზიციაზე შეხვდება.