მსოფლიოს რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე მყოფმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისტბორნში გამართული ტურნირის ფინალში ფრანგი გაელ მონფისი 6:3, 6:4 დაამარცხა და 2017 წელს მეორე ჩემპიონატის მოგება მოახერხა.
ისტბორნში სერბი ველური ბარათის მეშვეობით მოხვდა და უიმბლდონის წინ პოზიტიური განწყობა შეიქმნა, რადგან მიმდინარე სეზონში ნოვაკი შედეგიანად ვერ თამაშობს და უკვე რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. ბერგამოში მოგების შემდეგ, მონფისმა ნოვაკთან კარიერაში მეცამეტედ წააგო და მეტოქეს ვერაფერს უხერხებს.
ჯოკოვიჩმა აღნიშნული გამარჯვებით 250 სარეიტინგო ქულა და 113, 330 ევრო გამოიმუშავა. მონფისი კი განახლებულ რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდება და მე-14 პოზიციაზე იქნება.