კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი სეიდუ დუმბია კარიერას ლისაბონის “სპორტინგში” განაგრძობს – იუწყება პორტუგალიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი.
29 წლის ფორვარდი, რომლის სატრანსფერო უფლებებს “რომა” ფლობს, “ესტადიო ჟოზე ალვალადეზე” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, ხოლო სეზონის დასრულების შემდგომ, პორტუგალიელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.
დუმბია გასულ სეზონში “ბაზელში” გახლდათ განათხოვრებული და 34 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.