რუსეთის პრემიერლიგის ბინადარმა საქნტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ იტალიური „რომას“ იმედისმომცემი ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი შეიძინა. ამის შესახებ „პიტერული“ კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
„ზენიტს“ პარედესის ყიდვა 23 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელ ნახევარმცველს ტურინის „იუვენტუსიც“ ეპატიჟებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, რუსულმა კლუბმა უფრო მეტად მოინდომა.
ლეანდრო პარედესი „ბოკა ხუნიორსის“ აღზრდილია, 2013 წლიდან კი იტალიაში თამაშობდა. ჯერ „კიევოს“, შემდეგ „ემპოლისა“ და ბოლოს „რომას“ რიგებში, რომლის ღირსებაც გასულ სეზონში 27 მატჩში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.
პარედესს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 13 ივნისს, სინგაპურის ნაკრებთან მატჩისას ჰქონდა.