ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კრისტოფერ უილოკი კარიერას ლისაბონის "ბენფიკაში" გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შემტევმა "არწივებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
19 წლის მოთამაშე "ბენფიკას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. უილოკი "მეთოფეთა" აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში სარეზერვო გუნდში თამაშობდა. 2016/17 წლების სეზონში კრისტოფერი არსენ ვენგერმა ორჯერ მცირე დროით ათამაშა და როგორც აღმოჩნდა ფრანგი სპეციალისტის გეგმებში არ ფიგურირებდა. კრისტოფერს ინგლისის 21 წლამდელთა გარდა ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.