ჭადრაკი

22:50 | 1.07.2017 | ნანახია NaN - ჯერ

არუთინიანი პრიზიორებს ნახევარი ქულით ჩამორჩა

ქალაქმა ჯერმუკმა (სომხეთი) ცნობილი სომეხი მოჭადრაკის, კარენ ასრიანის სახელობის მეათე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც სხვებთან ერთად ოთხი ქართველი მოჭადრაკე დავით არუთინიანი, ნოე თუთისანი, ნიკოლოზ კაჭარავა და ეკატერინე ფიფია მონაწილეობდნენ.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა. 7.0-7.0 ქულა დააგროვეს და შესაბამისად პირველი-მესამე ადგილები ჰაიკ მარტიროსიანმა (სომხეთი), ტიგრან კოტანჯიანმა (სომხეთი) და ანდრეი ჟიგალკომ (ბელარუსი) გაინაწილეს. პრიზიორებს ექვსი მოჭადრაკე, მათ შორის დავით არუთინიანი ნახევარი ქულით ჩამორჩა, რომლებმაც მეოთხე- მეცხრე ადგილები გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლებით არუთინიანს მეშვიდე ადგილი ერგო.

სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან თუთისანმა - 5.0, კაჭარავამ - 4.5 ხოლო ფიფიამ - 3.0 ქულა დააგროვა, რომლებმაც შებამისად 33-ე, 48-ე და 77-ე ადგილები დაიკავეს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 09.03.2014
giomebo (1190)

გვალიაზე არ ამბობდით ამხანაგურებს რომ თამაშობდნენ ყველაზე აქტიური იყოო??? თუ ასეა ჩემპიონატის თამაშზე შეცვლაზე მაინც რატო არ ატამაშეს? ჟურნალისტებო რატო გვატყუებთ?

20:57 | 08.03.2014
tankred (748)

ძლიერი ფეხბურთელი კი იყო, მაგრამ ძლიერი მწვრთნელი ...

20:43 | 08.03.2014
sabonis (9584)

რა კარგად იწყებს შოთი და გაგრძელება უჭირს მერე მის გუნდებს.ეტყობა დასასრული ჯერ კარგად ვერ აითვისა.DDDD

19:57 | 08.03.2014
tengoroma (4673)

ფორცა შოთიიიიიიიიიიიიი

0.065012