ჭიდაობა

19:20 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები ოთხივე წონაში მედლისთვის იჭიდავებენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის. დორტმუნდში მიმდინარე ევროპირველობაზე დღეს საპრიზო სამეულები 50, 60, 7 და 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში უნდა შეივსოს. ქართველები ოთხივე წონის ევროკონკურენციაში ჩაებნენ.

რამაზ სილაგავამ (50 კგ) და ლერი აბულაძემ (60 კგ) დილის პროგრამაში ყველა მეტოქეს აჯობეს და ფინალში გავიდნენ. ბექა მამუკაშვილი (74 კგ) და გიორგი ბარბაქაძე (96 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

0.110505