იწყება საფეხბურთო ზეიმი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. არ ვიცით, ვინ გახდება ჩემპიონი, ან საუკეთესო მოთამაშე, აი, რვა მწვრთნელს შორის ყველაზე მაგარი და სახელიანი ფეხბურთელი კი ჩეხი იან სუხოპარეკი იყო.
ყველაზე მხიარულიც ჩანს. პრესკონფერენციაზე სულ იღიმოდა, ვიღაცეებს თვალს ჩაუკრავდა ხოლმე. კითხვას რომ დასვამდნენ, პასუხსაც მიმიკებით სცემდა. შვედეთის 19-წლამდელების მწვრთნელთან მივიდა, ხელებით რაღაცას უხსნიდა. ისეთი განწყობა ჰქონდა, გეგონებოდათ, სასტუმროს უბრალო დამსვენებელია და პრესკონფერენციაზე ისე შემოიარაო. სხვა მწვრთნელებს შეფიქრიანებული სახე ჰქონდათ, სუხოპარეკი კი არხეინად იყო.
ინგლისში გამართული ევრო-1996, დუშან უჰრინის გაწვრთნილი ჩეხეთი პაველ ნედვედით, არელ პობორჟსკით, ვლადიმირ შმიცერით, პატრიკ ბერგერით, რადეკ ბეიბლით, ირჟი ნემეცით... იმავე ნაკრებში იყო ტანმაღალი, ხუჭუჭა ცენტრალური მცველი სუხოპარეკი. ყველა შეხვედრაში ითამაშა. რუსეთს გოლიც გაუტანა.
სხვათა შორის, ბეიბლიც ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია.
სუხოპარკს სუპერმცველობამდე ბევრი აკლდა, მაგრამ ელეგანტურად თამაშობდა და ყურადღებას იქცევდა. მაშინდელ ჩეხეთს ცოტა დააკლდა ევროპის ჩემპიონობამდე. ჯერ იტალია და რუსთი ხომ ჩატოვეს ჯგუფში, მერე ფიგუ-რუი კოშტას პორტუგალიას მოუგეს, ნახევარფინალში ზიდან-ჯორკაეფის საფრანგეთი წააქციეს და ფინალში გერმანიას უგებდნენ. 17-18 წუთი რჩებოდა, როცა ოლივერ ბირჰოფმა გაათანაბრა და მერე გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.
ჩეხეთის ფინალში გასვლა სენსაცია იყო, მაგრამ ბევრს არ ახსოვდა, რომ სანამ ევრო-1996 დაიწყებოდა, პრაღის "სლავიამ" უეფას თასის ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ უკვე ზიდანის "ბორდოსთან" გავარდა. "სლავიაში"კი თამაშობდნენ ჯერაც უცნობი ფეხბურთელები - შმიცერი, ბეიბლი, პობორჟსკი, ნოვოტნი და სუხოპარეკიც.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა მილანი წამოიყვანს...
არ გვინდა შავი ხალხი მილანში
ეგრე რა
წამო მილანში
მანჩესტერის ფეხბურთელები დამატყვნევინა ერთი რას მოვიფხანდი გულსსსს სირებიიიიიი
თავისუფალი აგენტი თუა ყველა ვხვდებით სადაც გადავა...
მილანის იგულისხმე ალბათ ხომ ?