ფეხბურთი

23:40 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალი: “არგენტინისა და პორტუგალიის შემდეგ გერმანიის ჯერიც მოვიდა”

კონფედერაციათა თასის ფინალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩილეს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მედიასთან საუბარში შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ჩილელებს პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებების დამარცხება შეუძლიათ, გერმანელთა დამარცხებასაც მოახერხებენ.

“მთელმა გუნდმა დიდი სამუშაო შეასრულა. აღელვებული ვართ, თუმცა,ვიმედოვნებთ, რომ ხვალ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტი შანსი ექნება”.

“ბევრს მიაჩნია, რომ ამ შემადგენლობით ჩვენ ვერ მოვახერხებთ გერმანელთა დამარცხებას. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. სწრაფები არიან და ქმნიან უამრავ სახიფათო მომენტს. თუ ჩვენს ნაკრებს დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. დავამარცხეთ პორტუგალია, არგენტინა... და რატომ არ შეიძლება, გერმანიაც დავამარცხოთ? ხვალ თუ გავიმარჯვებთ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გავხდებით”, - თქვა ვიდალმა.

კონფედერაციათა თასის ფინალი 2 ივლისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098146