ფრანგული „ლიონის“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი მაქსიმ გონალონსი ამიერიდან იტალიურ „რომაში“ ითამაშებს. ამის შესახებ „ოლიმპიკი“ ოფიციალურად იტყობინება. 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ჯალოროსიმ“ „ლომებს“ 5 მილიონი ევრო გადაუხადა. ფრანგი ფეხბურთელი ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელს 10 ივლისს მოაწერს.
მაქსიმ გონალონსი „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია და აქამდე სხვა გუნდში არც არასდროს უთამაშია. საფრანგეთის ნაკრების მაისური კი 8 შეხვედრაში აქვს მორგებული.