ფეხბურთი

0:01 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ტელიო დაიმატა

“ბეტისის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ტელიო, კარიერას სევილიურ კლუბში განაგრძობს.

ანდალუსიელებს 25 წლის ვინგერის დამატება 4 მილიონი ევრო დაუჯდათ და შესაძლოა, ბონუსის სახით კიდევ ერთი მილიონის გადახდა მოუწიოთ. კრისტიანმა ახალმა კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“ბარსელონას” ტელიო უკანასკნელი 3 სეზონის განმალობაში ჯერ “პორტუში” ჰყავდა განათხოვრებული, ხოლო შემდეგ – “ფიორენტინაში”. მან განვლილი სეზონი სწორედ “იების” რიგებში ჩაატარა და 42 მატჩში 4 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

0.112391