ესპანური კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ პაუ გასოლმა მოახლოებულ ევრობასკეტ-2017-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ევრობასკეტზე მედლის მოგებაზე ოცნებობს.
“ყოველი ჩემპიონატი ჩემთვის შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს. ევრობასკეტ-2017-საც ამ განწყობით ვხვდები და ვაპირებ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ თუ არა ეს ჯერ არ ვიცი, ჯერჯერობით ევრობასკეტის მოგებაზე ვოცნებობ”- განაცხადა გასოლმა.
გასოლს ევრობასკეტზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.