უიმბლდონის პირველ წრეში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-80 ნომერს არგენტინელ კარლოს ბერლოკს შეხვდება. აღნიშნულ ინფორმაციას ბასილაშვილის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
რეიტინგში ბერლოკის საუკეთესო მაჩვენებელი 2012 წელს 37-ე პოზიცია დაფიქსირდა. კარლოსი უფრო გრუნტის მოთამაშეც ითვლება. კარიერაში სულ ორი ATP-ის ტიტული აქვს მოგებული და სწორედ გრუნტის საფარზე.
უიმბლდონის ძირითადი ბადის შეხვედრები 3 ივლისს იწყება. ბასილაშვილი ბერლოკის მატჩის ზუსტი დრო ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.