“მილანი” და “ატალანტა” ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, ანდრეა კონტის თაობაზე მოლაპარაკებებს ორშაბათს განაახლებენ. როგორც ცნობილია “როსონერი” მზად არის იტალიელში 23-24 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაიხადოს, “ღმერთები” კი 25 მილიონს ითხოვენ.
Sky-ის ცნობით მოლაპარაკებები უკვე დახურვის ფაზაშია. მხარეებს შორის შეხვედრა მხოლოდ 3 საათი გაგრძელდა. საბოლოო შეთანხმებას კლუბებმა ჯერ ვერ მიაღწიეს, თუმცა დიდი ალბათობით ორშაბათს ყველაფერი დასრულდება და კონტი “მილანის” მაისურს მოირგებს.