ფეხბურთი

16:30 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი იტალიაში ბრუნდება

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევი ვესლი სნეიდერი ახალი სეზონიდან კარიერას, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ში განაგრძობს. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელს “სამპდორია” უკვე შეუთანხმდა 2-წლიან კონტრაქტზე და ახლა “გალათასარაის” დასტურს ელიან. სნეიდერს სტამბოლელებთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ თურქული კლუბი სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში ტრანსფერის წინააღმდეგი არაა.

ვესლი სნეიდერი “გალათასარაიში” 2013 წელს მილანის “ინტერიდან” გადაბარგდა, სადაც 2009 წლიდან ირჯებოდა და სერია ა-ში ჩატარებულ 76 მატჩში 13 გოლი გაიტანა (116 მატჩი, 22 გოლი ყველა ტურნირზე). გუნდთან ერთად მოიგო იტალიის ჩემპიონატი, თასი (ორჯერ), სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. რაც შეეხება თურქეთში მის მონაგარს, “გალათასარაის” მაისური 173 შეხვედრაში მოირგო და 45 გოლი მიითვალა. თურქეთის ორგზის ჩემპიონია, სამგზის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული. ამ ორი კლუბის გარდა, ვესლის ამსტერდამის “აიაქსსა” (2002-2007) და მადრიდის “რეალში” (2007-2009) უთამაშია.

0.119041