“ლოს ანჯელეს კლიპერსის” ფორვარდი ბლეიკ გრიფინი შესაძლოა “ფინიქსში” გადავიდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფინიქსელებმა ბლეიკ გრიფინს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რაშიც კალათბურთელი 130 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
1 ივლისს გრიფინი თავისუფალი აგენტი ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც “კლიპერსი” კრის პოლმა დატოვა, გუნდში დარჩება არც გრიფინს უნდა.
განვლილ სეზონში ბლეიკი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21.6 ქულას, 8.1 მოხსნას და 4.9 პასს აგროვებდა.