ფეხბურთი

13:14 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეფო "ბორნმუთში" დაბრუნდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "სანდერლენდის" ყოფილი თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო კარიერას "ბორნმუთში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

დეფო "ბორნმუთში" 2000/01 წლების სეზონში "ვესტ ჰემიდან" იჯარის წესით თამაშობდა. ამჯერად 34 წლის ფეხბურთელი ყოფილ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან "შავ კატებთან" დადებული ხელშეკრულების თანახმად, პრემიერლიგიდან გავარდნის შემთხვევაში დეფოსთან კონტრაქტი წყდებოდა.

ჯერმეინი "ბორნმუთში" კვირაში 65,000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს და გუნდში სამი წლის განმავლობაში ითამაშებს. გასულ სეზონში დეფომ პრემიერლიგის 37 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116466