სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბევრ ცნობილ სპორტსმენს აქვს საფიქრალი – რითი დაკავდეს და რა უნდა გახდეს მისი შემდგომი ცხოვრების ინტერესის საგანი. ზოგი მწვრთნელობას იწყებს, უმეტესობა კი ისეთ ჰობს ეძებს, სადაც ბოლომდე შეძლებენ საკუთარი უშრეტი ძალების რეალიზებას.
აი მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე, მაიკლ ფელპსი თეთრ ზვიგენს უნდა გაეჯიბროს ცურვაში და მიუხედავად იმისა, რომ მისი შანსები მინიმალურია, მაიკლი მაინც იმედიანადაა და იძახის, აი ნახეთ ზვიგენს რასაც ვუზამო.
თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ცნობილი ბრაზილიელი ქალი ფეხბურთელი – კრისტინა ამბობს. ყელში ამომივიდა მხოლოდ მამაკაცებით დაინტერესება და დიდი “მუღამი” მაქვს ლესბოსელობაც დავიგემოვნო რა ხილიაო. ვაი მას, ვინც ახლა მის ოჯახში შევა. ამბობენ კრისტინამ ქალი მარტო სამზარეულოში იცისო!