ფეხბურთი

12:30 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზიდანი "ალავესში"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შვილი, ენცო კარიერას „დეპორტივო ალავესში“ გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელმა „ალავესთან“ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ენცო ზიდანი მადრიდის „რეალის“ აკადემიაში ირიცხებოდა, თუმცა მთავარ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება თითქმის არ ეძლეოდა.

გასულ სეზონში სამეფო თასზე ერთადერთი მატჩი „ლეონესას“ წინააღმდეგ ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

0.113503