ფეხბურთი

1:01 | 30.06.2017 | ნანახია 4270 - ჯერ

ჩამოვრჩით

ავსტრიელებმა ერთადერთი გოლი დებიუტში გაიტანეს მშვენიერი კომბინაციით. სამწუხაროდ, ასეთი გოლი ქართული კლუბების მონაწილეობით სანატრელია. ჩვენთვის ასეთი სწრაფი და დამუშავებული კომბინაციები ისეთივე უცხოა, როგორც ჩინური ენა.

თითქოს ჩვეულებრივი, სწრაფი, ერთ შეხებაში გაკეთებული პასები იყო, ბოლოს თავდამსხმელს მიუვიდა ბურთი და 0:1.

ჩვენ კი ძალიან ჩამოვრჩით თანამედროვე ფეხბურთს. დარწმუნებულნი ვართ, ინდივიდუალურად, დიმიტრი ტატანაშვილი "ალტახის" თავდამსხმელებს აჯობებდა. გიორგი განუგრავამაც პირველ ტაიმში რამდენჯერმე მწვავე შეტევა დაიწყო, მაგრამ ჯამში რა გამოვიდა? არაფერი, შეტევა იფუშებოდა, რადგან არ იყო გუნდური მოქმედება.

და Worldsport.ge-მ ნამატჩევს ეს შეკითხვა დაუსვა სოსო ფრუიძეს: "ჩვენ რატომ არ შეგვიძლია გახსნა, უბურთოდ თამაში? ეს ისწავლეს ფარერებზე, მალტაზე, ლუქსემბურგში. ცუდად აკეთებენ, მაგრამ აკეთებენ. ჩვენთან ეს რატომ არ ისწავლება?".

აი, ფრუიძის პასუხიც: "სწორედ ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა. გია გეგუჩაძე 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია და ისიც კი ამბობს, ტაქტიკურად განათლებული ფეხბურთელების მწარე დეფიციტიაო. ეს ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა მოდიოდეს, უმაღლეს ლიგაში ანა-ბანა არ უნდა ისწავლებოდეს. არიან მწვრთნელები, რომლებსაც სურთ ამაზე მუშაობა და სწავლება, მაგრამ მათ არავინ უსმენს".

ფრუიძეს ნამდვილად არ ვაბრალებთ ამ მარცხს და საერთოდ, ერთ კაცზე გადაბრალება არასერიოზულია, როცა ფრუიძეზე გაცილებით სახელიანი მწვრთნელების ხელშიც კი ვერ უთამაშიათ ქართველებს თანამედროვე ფეხბურთი.

მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ, 20-25 წუთის განმავლობაში "ჩიხურა" აქტიურობდა და შეძლო გაეთანაბრებინა კიდეც, მაგრამ სამი ნახევარმომენტიდან ვერცერთი ვერ დასრულდა გოლით. გიორგი კორიფაძემ ააცილა. ტატანაშვილის თავურიც ოდნავ არაზუსტი გამოდგა და მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთ შედარებით გააზრებულ კომბინაციას მოჰყვა მიხეილ სარდალიშვილის დარტყმა - მცველები გადაეღობნენ.

მეორე ტაიმში "ჩიხურას" საგოლე შანსი არ ჰქონია.

წლები გადის, ფეხბურთი (გვინდა თუ არ გვინდა) ჭადრაკს დაემსგავსა, გათვლილია სვლები. ჩვენთან კი, რა გახსნა, რის უბურთოდ თამაში, რომელ თანამედროვე ელემენტებზეა საუბარი.

ევროპა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

29 ივნისი. 20:00. თბილისი. "დინამო არენა"

ჩიხურა (საჩხერე, საქართველო) - ალტახი (ავსტრია) 0:1 (0:1)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე (ფონიავა 67), განუგრავა, გორგიაშვილი (გაბდავა 83),სარდალიშვილი, გელაშვილი (დეკანოიძე 71), ტატანაშვილი

ალტახი: კობრასი, საკიჩი, ზეხი, ნეცერი, გალვაო, პისინგერი, გებაუერი (ნგამალუ 63), სოლომონი, ნგუატ-მაოპი, ნუტცი (დობრასი 83), აიგნერი (გრბიჩი 73)

გოლი: 0:1 ნგუატ-მაოპი (4)

გაფრთხილება: კაშია (39), ჩიკვაიძე (47), კაკუბავა (77), გალვაო (90)

მსაჯი: პაპირი (ისრაელი)

სტატისტიკა

ბურთის ფლობა %: 48-52, დარტყმა: 6 (2) - 6 (4), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 1-2, ჯარიმა: 12-18


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:25 | 30.06.2017
sabonis (9584)

კაი რა ადმინ ჩვენ, რომ არაფერ თავში ვართ გასაგებია, მარა ამ ალტახის კომბინაციებში რა დაინახე მისაბაძი და სანატრელი.DD

13:13 | 30.06.2017
Buratino (3505)

გუშინ რაც მოხდა ქართული გუნდების თავს, მე პირადად არაფერს სხვას არ ველოდი. უბრალოდ, ერთი რამე მინდა ვიკითხო: ნუთუ არ დადგა იმის დრო, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა მაგიდაზე მუშტი დასცხონ და მკაფიოდ განუცხადონ ქვემოთ აღნიშნული რამ კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს, იაშვილს, ჯამარაულს და სხვა ყოფილ ფეხბურთელებს რომლებიც შემძვრალან/მოკალათებულან პარლამენტ-ფეხბურთის ფედერაცია-სამინისტროებსა თუ სხვა სახელმწიფო უწყებებში?!
.
"მორჩა, ბატონებო! ფეხბურთი აღარ არის ქვეყნის სპორტული პრიორიტეტი და ამიტომაც, მას მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება! გამოთავისუფლებული თანხები კი მოხმარდება იმ სახეობებს, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა იშრომეს, თავი დადეს და ქვეყანა ასახელეს და კვლავაც ასახელებენ (რაგბი, კალათბურთი, ძალოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა)"

16:00 | 30.06.2017
sabonis (9584)

ვის უნდა დაუბრახუნონ კალაზეს?DD კალაზეს როცა მოესურვება მაშინ მიაბძანეს მთავრობიდან ვინც გინდა მას.

14:12 | 30.06.2017
პანტელეიმონი (4347)

+1

12:12 | 30.06.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ჭორლდსპორტ.გე-ო ? DDDDDDDDD
რა ხდება, საიტმა თვითლუსტრაცია გამოაცხადა ? DDDDDDDDDD

11:32 | 30.06.2017
grinchi (3221)

რონალდოს ტყუპები შეძენია და ერთს კაშაი დაარქვა და მეორეს ირინა ))

12:07 | 30.06.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ხო კაზემიროც ელოდება ბავშს ეხლადა ისისც ვიქტორას არქმევს კაშაის საპატივცემულოდ

11:16 | 30.06.2017
BEERTRANCE (97819)

ახლა მიხვდით მერე?

10:58 | 30.06.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ამ ყ .. . ბში ფული რატო უდნა ჩადო მ..ში უნდა ჩაარტყა ყველა ქრთულ გუნდებს

10:58 | 30.06.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

10:28 | 30.06.2017
lagashi (6738)

2-3 წელი დილაც ნორმალური იყო, ზედეიზედ ორჯერ გავიდა ევროპა ლიგის პლეი-ოფამდე

10:07 | 30.06.2017
2012 (82)

ერთადერთი ნორმალური გუნდი ზესტაფონი იყო და იმდენად მაგრა თამაშობდა მართლა ჰქონდა შანსი ყოველ წელს მინიმუმ ლიგაზე გასულიყვნენ. გელაშვილი დვალის დუეტიც მაგარი იყო უბრალოდ მერე გელაშვილმა ისე ი*ლევა ცარიელ კარს დაუწყო აცილებებლი. გარსიას დროინდელი დინამოც ძლიერი გუნდი იყო. მაგის შემდეგ რაც ზესტაფონი და დინამო დაიშალა სულ უფრო უკან მივდივართ.

09:52 | 30.06.2017
lagashi (6738)

ამათ შემხედვარე კოკაიას ფანი გავხდი

15:03 | 30.06.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

lagashi: )

11:22 | 30.06.2017
marca (2749)

:დ :დ :დ ბაზარი არააა

09:50 | 30.06.2017
shalva (2637)

ყველაფერი მოდის უთავმოყვარეობიდან, მესმის IQ არ გყოფნის და ტაქტიკას ვერ ითვისებ, უკლასო ხარ და კაცს ვერ ატყუებ, მაგრამ როცა შენი პროფესია ფეხბურთელობაა ფიზიკურ მომზადებას რა უდგას წინ, რომ 90 წუთი ირბინო? ივარჯიშეთ სირცხვილია გამძლეობაში როგორ უნდა გჯობდეთ ვინმე, ვარჯიშს რა უდგას წინ? ბრაზილიელი რონალდო დღეში 8 საათიან ფიზმომზადებას გადიოდა და თქვენ რა ხართ ასეთი ნიჭიერები

11:44 | 30.06.2017
ilia_juventus (2091)

100%

09:37 | 30.06.2017
ogafa (10220)

ჩიხურა იქ მოიგებს

09:46 | 30.06.2017
ilia_juventus (2091)

ევროპა ლიგაზე გასვლაზე თამაში გრანდებს უჭირთ ძმაო და საიდან გაქვს ეგ ამბიცია ამიხსენი. ეს ფრუიძე კიდე ტირის იმენა რაა. რა იმედი უნდა გქონდეს . ტფუი

09:34 | 30.06.2017
ilia_juventus (2091)

მე-2 თამაშში სანამ მოედანზე გავლენ ალბათ ჩაიფსავენ. იქამდე ცხვარი დაკლან, რომ ძალიან დიდი სხვაობებითაც არ წავაგოთ! ტორპედოს ფეხბურთელები მე-20 წუთზე ისეთი დაღლილები სჩანდნენ გავოცდი. (და ეს გუნდი მე-2 ადგილზეა ჩვენთან).
პ.ს. ძალიან მომწონს ლოკომოტივის თამაში. იქნებ მაგათ მაინც გვასახელონ. ეჰ, ცუდი ის არის რომ კიდევ 1 წელი უნდა ველოდოთ. (რაღაცაიმედსჩაბღაუჭებულისმაილი)

02:18 | 30.06.2017
stoned (1025)

მართლა ჭორლდპორტია ))) აელ-მა,ნორჩიოპილმა და კორკმა ვინებთან ითამაშეს ნეტა ?აღნიშვნის ღირსები არ არიან ეს გუნდები?

01:25 | 30.06.2017
matri (2779)

>>>>>> სტატიის ავტორს

0.287162