ფეხბურთი

22:28 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლაუს შმიდტი: "შედეგით კმაყოფილი ვარ"

ავსტრიული „ალტახის“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუს შმიდტმა „ჩიხურასთან“ (1:0) შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ კმაყოფილია დაფიქსირებული შედეგით. ავსტრიელი სპეციალისტი უკვე საპასუხო თამაშზე ფიქრობს და ამბობს, რომ მისი გუნდი მზადებას უკვე ხვალიდან დაიწყებს.

„სამი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და რა თქმა უნდა, ევროპა ლიგა, კონკრეტულად ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე სრულიად კმაყოფილი ვარ დაფიქსირებული შედეგით. ჩემმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ შემდგომი ნახევარი საათი „ჩიხურამ“ გვაჯობა. და მაინც, თამაშის ბოლოს ჩვენი თამაში ისევ ვიპოვეთ და შევძელით სასურველი შედეგის მიღწევა. ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გავქვს.

როგორც გუშინ ვთქვი, მეტოქეზე დიდ ინფორმაციას არ ვფლობდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, „ჩიხურა“ საკმაოდ ტექნიკური გუნდი გამოდგა. დავჯდებით და კარგად გავაანალიზებთ ამ მატჩს, მომდევნო თამაშისთვის მოსამზადებლად დაახლოებით ერთი კვირა გვაქვს და ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ მოსამზადებლად. ჩემმა დღევანდელმა ტაქტიკამ კი, გაამართლა და დადებითი შედეგი მივიღეთ.

„ჩიხურაზე“ კი ვიტყოდი, რომ კარგი შუა ნახევარმცველები ჰყავს, ყველაზე მეტად მაინც ფოვარდი, ტატანაშვილი მომეწონა“, - თქვა შმიდტმა.

„ალტახისა“ და „ჩიხურას“ საპასუხო მატჩი ერთ კვირაში გაიმართება.

0.116281