ფეხბურთი

20:12 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიაში მსაჯმა იარაღის გამოყენებით ფეხბურთელის დაკავება სცადა (+VIDEO)

ბრაზილიელმა მსაჯმა კამილო ეუსტაკიო დე სოუზამ მატჩის მსვლელობის დროს ფეხბურთელის დაკავება სცადა. ინციდენტი ქვეყნის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში "ორიენტის" და "ინდუსტრიალის" შეხვედრის დროს მოხდა.

ფეხბურთელმა მარკოს ლოპეს ვიეირამ ერთ ეპიზოდში სოუზას გადაწყვეტილება გააპროტესტა და სახეში ხელი დაარტყა. მსაჯმა კი, რომელიც ამავდროულად პოლიციის ოფიცერიცაა, თავისი ხელბარგიდან იარაღი და ხელბორკილები ამოიღო და მოთამაშის დასაკავებლად წავიდა. მარკოს ლოპესმა დაინახა თუ არა, რომ მსაჯი წითელი ბარათის ნაცვლად იარაღით ბრუნდებოდა, სტადიონის ღობეს გადაახტა და გაიქცა.

სოუზამ თავისი საქციელი სწორად ჩათვალა და ინციდენტის შემდეგ განაცხადა, ცუდად ფეხბურთელი მოიქცაო.

"ჩემი საქციელი გამაღიზიანებელი არ იყო, პირიქით არასწორად მოთამაშე მოიქცა. მე თამაშის გაკონტროლება მქონდა დაკისრებული. ფეხბურთელმა ჩემზე თავდასხმა განახორციელა, ამიტომ გადავწყვიტე მემოქმედა როგორც პოლიციელს და დამეკავებინა იგი." - ციტირებს Mirror-ი რეფერის სიტყვებს.

სოუზამ ასევე დაამატა, ძალის გამოყენებას არ ვაპირებდიო. "ინდუსტრიალის" თავკაცმა იდერალდო რიბეირო დე ასისმა განაცხადა, გასახდელში ფეხბურთელი თავისი საქციელის გამო დავადანაშაულე, მაგრამ მსაჯის ქმედებებმა ყველაფერი გადაფარაო. სამოყვარულო ლიგის პრეზიდენტმა ჟოზე ვიტორ დოს სანტოსმა მსაჯი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და შესაძლოა სოუზა ორი წლით ციხეში ჩასვან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166245