ჩოგბურთი

18:22 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ნახევარფინალშია

ისტბურნის ტურნირის 1/4-ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელი დონალდ იანგი 6:2, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ნოლემ იოლად იმარჯვა, ხოლო მეორე სეტში იანგმა ბევრი პრობლემა შეუქმნა. 4:4-ზე ამერიკელმა ბრეიკი შესრულა, სეტზე აწვდიდა 40:30 იგებდა, თუმცა ნოვაკმა უკუბრეიკის შეასრულება მაინც მოახერხა და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც დონალდმა სამი მატჩ-პოინტი გადაარჩინა, საბოლოოდ ბალეკანელმა ტაი-ბრეიკი 11:9 მოიგო.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩი სტივ ჯონსონი-დანილ მედვედევის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება. ისტბურნის ტურნირის საპრიზო ფონდი 635 660 ევროს შეადგენს.

0.120397