ფეხბურთი

17:21 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგობერიშვილმა "შევარდენი-1906" დატოვა

40 წლის ნახევარმცველმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა "შევარდენი-1906" დატოვა. გოგობერიშვილი ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, კარიერაში არაერთი კლუბი გამოიცვალა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა.

ალბათ, მას ყველაზე კარგი სეზონები ივო შუშაკის გაწვრთნილ "დინამოსა" და აზერბაიჯანულ "ბაკიში" ჰქონდა.

გოგობერიშვილს კარიერის დასრულება ჯერ არ გადაუწყვეტია. რაც შეეხება "შევარდენი-1906"-ს, გუნდი ლიგა3-ში თამაშობს და ერთ-ერთი ფავორიტია ეროვნულ ლიგა2-ში გადასვლისა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126645