ფეხბურთი

14:50 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” შეკრება სლოვენიაში

ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის “დინამო” დღეიდან 13 ივლისის ჩათვლით მოსამზადებელ შეკრებას სლოვენიაში გაივლის. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თბილისელები მორავსკე ტოპლიცეში დაბინავდებიან. კახა კაჭარავას გუნდი შეკრებაზე სამ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს:

4 ივლისს “დინამო” სერბულ “ჩუკარიჩკის” დაუპირისპირდება, 8 ივლისს ხორვატული “რუდეში” იქნება ქართული გუნდის მეტოქე, ხოლო 12 ივლისს უკრაინული “ზორია”.

0.113431