თამაშგარე

13:28 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობენის ცოლმა “აიწყვიტა”

მრავალი ცნობილი ფეხბურთელის ცოლისგან განსხვავებით, ნიდერლანდელი მობურთალის, არიენ რობენის ცოლი, ბერნადიენ რობენი არც ისე ხშირად ხდება ბულვარული მედიის საკბილო და მთელმა დუნიამ იცის, რომ ბერნადიენის ინტერესის სფერო ბავშვების გაზრდა და ოჯახი უფროა, ვიდრე ყველას წინაშე თავის მოწონება.

თუმცა, ერთხელ ალბათ ყველას “აუწყვეტია” და მათ შორის რობენის ცოლსაც მოუნდომებია “გაფრენა”. ბერნადიენს მეგობრებთან ერთად მიუნხენის ერთ-ერთ ცნობილ ბარში მაგრად მოულხენია და გვარიანად შემთვრალმა ახალთახალი სპორტული ავტომობილით ქალაქის ქუჩებშიც იქროლა.

პოლიციამ რობენის ცოლი მაშინ დააკავა. როდესაც ამ უკანასკნელს მანქანაში საწვავი გაუთავდა და გაჩერდა. გერმანიაში ასეთი ტიპის დარღვევებზე საკმაოდ მკაცრი კანონები მოქმედებს და შესაძლებელია ქალბატონ ბერნადიენს მართვის მოწმობა სამუდამოდ ჩამოართვან. დიდი ჯარიმის გადახდა რომ მოუწევს – ეს ხომ ისედაც ცხადია...

0.139708