კალათბურთი

11:29 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ვეტერანები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. ქართველი ვეტერანები საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ აქტიურები არიან და საერთაშორისო, ოფიციალურ პირველობაზე მეხუთედ მონაწილეობენ.

ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიაში ტარდება. საქართველოს ნაკრები 50-55 წლებს შორის კატეგორიაში იასპარეზებს, სადაც მთლიანობაში 38 ქვეყნის ნაკრები გამოდის. ჩვენს ქვეჯგუფში ჩეხეთისა და კოლუმბიის ნაკრებები მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაგვირგვინების შემთვევაში, ქართველი ვეტერანები ბრძოლას ჩემპიონობისთვის პლეი ოფიდან გააგრძელებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი 30 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით, იტალიის ქალაქ სანტა კატინიში გაიმართება.

შემადგენლობა: ნოდარ ქორქია (მთავარი მწვრთნელი), გია ბერუაშვილი, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ლევან წულაია, დავით გიორგობიანი, დავით ჩიხლაძე, გია სანაძე, ზურა კობახიძე, ზაზა ღონღაძე, პაატა გურასპაული, ზაზა ცაგარეიშვილი.

გამგზავრებამდე ვეტერანთა ბოლო ვარჯიშს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, მიხეილ გაბრიჩიძე დაესწრო, რომელმაც ვეტერანებთან ფოტო გადაიღო და კალათბურთელებს იტალიისკენ გზა დაულოცა.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12927