ჭიდაობა

22:20 | 28.06.2017 | ნანახია 2388 - ჯერ

ვანიშვილი და ბერაძე ევროპის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საქმე უკვე მოილიეს. დღეს საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ოთხივე წონაში ჰყავდა და ორმა მათგანმა პოდიუმზე ასვლაც შეძლო – თეიმურაზ ვანიშვილმა (55 კგ) და ზაურ ბერაძემ (84 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ვანიშვილმა უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ბულგარელ მიკიაი სალიმ ნაიმთან წაგებით (4:8). იქამდე თურქი ერთუგრულ კაჰვეჩი (6:3) და საფრანგეთის ნაკრების წევრი არმან ელოიანი (6:2) ჩამოიცილა. რეპეშაჟის ფინალში კი რუს ალიკ ხადარცევს დაუპირისპირდა და 8:6 დაამარცხა.

ზაურ ბერაძემ (84 კგ) ევროპირველობა მაკედონიელ მიხაილ ნიკოლოვთან დაჭიდებით და ადვილი გამარჯვებით (10:0) გახსნა. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ჰაჯიმურატ მაგომედსაიდოვთან დამარცხდა (0:10) და ისღა დარჩენოდა, მის ფინალში გასვლას დალოდებოდა, თავად ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალი გზა რომ გახსნოდა. ასეც მოხდა, ბერაძე რეპეშაჟში გადაერთო. იქ ჯერ იტალიელ გაბრიელე დოროს აჯობა (10:0), გადამწყვეტ ბრძოლაში კი სომეხი ჰოვანეს მხითარიანი მე-4 წუთის ბოლოს გააკრა ხალიჩას ბეჭებით.

ნაკრების უმძიმეს წევრს - ზურიკო ურთაშვილს საპრიზო სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ვანიშვილის მსგავსად, ძირითად ბადეში ისიც ნახევარფინალამდე მივიდა. საწყის ეტაპებზე აზერბაიჯანელი უმარ ისრაილოვი (9:6) და შვედი ფარდინ ანოშეჰი (12:2) დაამარცხა. ფინალის საგზური კი რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედამინ დიბიროვთან დაკარგა. დაძაბული შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა, მაგრამ ეს შედეგი ხელს დიბიროვს აძლევდა. "ბრინჯაოს ფინალში” ურთაშვილი მოლდოვის ნაკრების წევრ სამან ჯაბრაილოვს დაუპირისპირდა და კიდევ ერთი არასასურველი ფრით (6:6) საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დღესვე, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მირზა სხულუხიაც ჩაება. პირველ შეხვედრაში სომეხ გევორგ მხეიანს სძლია (4:2), მაგრამ მეოთხედფინალში მოლდოველ ნიკოლაი გრამეზთან წააგო (8:10) და ჩემპიონატს გამოეთიშა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა. გუშინ ევროპოდიუმზე სამი ქართველი ავიდა. გივი მაჭარაშვილი (96 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ნიკა კენჭაძე (74 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ედემ ბოლქვაძე (60 კგ) – ბრინჯაოს.

ხვალ და ზეგ შეჯიბრება ქართველების გარეშე გაგრძელდება, რადგან ევროხალიჩაზე ქალები გავლენ. 1-2 ივლისს კი კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ და საქმეში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:36 | 29.10.2019
lashamax (938)

მაინც ვფიქრობ რომ ვან დეიკს ეკუთვნის. ლიგა მოიგო
მესის გამორჩეული წელი ქონდა მაგრამ ლივერპულთან გაბითურების შემდეგ უბრალოდ ამის არჩევა არაეთიკურია.
რონალდოს რაც შეეხება ლიგაზე იუვემ ვერ აუწყო მხარი თორემ დაახევდა ბურთს ყველას
რაც შარშან მოხდა მოდრიჩის არჩევით ამას გამოსწორება უნდა. წინა წელს უდაოდ რონალდოს ეკუთვნოდა უბრალოდ პერესმა ყველაფერი გააკეთა რომ რაონალდო არ გაეყვანათ. ასე რომ არ არის გამორიცხული რონალდოს დასახელება

09:32 | 29.10.2019
lashamax (938)

ეს თუ აირჩიეს მესი სექტა მასობრივ თვითმკვლელობას დაიწყებს

23:48 | 28.10.2019
RHP (3623)

ზემოთ ინტერვიუ რო დადეს მაგის ჩასაწერად იყვნენ ჩასულები ტურინში
ისე კი ძაან საინტერესოა რა გააკეთეს ან ერთმა ან მეორემ შეტევაში იმაზე მეტი რაც ვან დეიკმა დაცვაში ვერ გააკეთა მარა ხალხი ბრმაა და ეს დიდად არც მიკვირს

22:42 | 28.10.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სისულელეა

21:54 | 28.10.2019
fidofido (3392)

ისე ფრანგები მესის რო ერჩიან შარშანაც გამოჩნდა გამოკითხვა რო ჩაატარეს ინტერნეტით მესი ლიდერობდა და წაშალეს მერე. რონალდოს რაპონტში ეკუთვნის 35 კუალერამაც რო აჯობა მაგიტო ალბათ ვან დეიკი-მესი ესენი არიან მთავარი კანდიდატები მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს და ფრანგებმა შარშანდელი ვალი დავაბრუნოთო?

07:52 | 29.10.2019
temo11 (1791)

მესის რა პონტსი ეკუთვნის? არც მესი და არც ეს არუნდა იყვნე გამარჯვებულები

21:44 | 28.10.2019
dinamo11 (1009)

ტრაგიკომედიის ჟანრიდან არის!

21:42 | 28.10.2019
dinamo11 (1009)

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) პ.ს. სულ გამ....ევდნენ!?

19:10 | 28.10.2019
barcelona1991 (4821)

სისულელეაა.თუ გადასცეს ულაპარაკოდ მიკერძოებაა.

18:12 | 28.10.2019
ბაბუ პერესი (16691)

ესენი ხო არ ანძრევენ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.08693
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
2388