თბილისის "დინამო" ხვალ სლოვენიაში გაემგზავრება შეკრებაზე. როგორც იცით, გუნდის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოხდა და კიდევ მოხდება ამ ზაფხულს. საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი - ეს ფეხბურთელები სხვა კლუბში განაგრძობენ კარიერას, შესაბამისად, "სარაგოსასა" და "რანდერსში". "დინამოდან" მიდის ბაჩანა არაბულიც. შესაძლოა, გუნდს შეუერთდეს უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი, რომელიც ფოთის "კოლხეთში" შედეგიანად თამაშობს და ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა.
worldsport.ge "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველს, ლევან სალუქვაძეს დაუკავშირდა. ბევრია მითქმა-მოთქმა, ჭორები...
- შევიტყვეთ, რომ ბაჩანა არაბული მიდის "დინამოდან".
- მას კონტრაქტი უმთავრდება და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი ხდება. "დინამოს" მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურდა, მაგრამ არაბულმა გვითხრა, რომ ერთ-ერთ უცხოურ კლუბში გააგრძელებს კარიერას.
- ასევე გავიგეთ "დინამოს" აკადემიის აღზრდილის,16 წლის ზურაბ დავითაშვილის ყაზანის "რუბინში" გადასვლაზე...
- ამ ეტაპზე დავითაშვილზე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ვიცი, რომ მის მიმართ უცხოეთიდან ინტერესი არის.
- მიკოლა კოვტალიუკის შესაძლო დამატებაზე?
- შესაძლოა, კოვტალიუკი შემოგვიერთდეს სლოვენიურ შეკრებაზე. მის მიმართ ინტერესი გვაქვს და დანარჩენი მოლაპარაკების საკითხია. ზოგადად, შეკრებაზე სხვა პოტენციური ახალწვეულებიც შეიძლება გამოჩნდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე რომელიმე მათგანთან კონტრაქტის გაფორმებაზე საუბარი არ არის.
- გიორგი ჩაკვეტაძის ბელგიურ "გენტში" გადასვლა რეალურია?
- ჩაკვეტაძე ჯერ დინამოელია და არსად არ გაყიდულა. გიორგი "დინამოში" სეზონის ბოლომდე ნამდვილად დარჩება. "გენტთან" დაკავშირებით სხვაგვარი ვითარებაა - ბელგიურ კლუბს ჩაკვეტაძის შეძენის უპირატესი უფლება აქვს. თავიდან მოვყვები: ჩაკვეტაძე გენტში ჩავიდა და გაიარა წინასწარი სამედიცინო ტესტი, ანუ კლუბმა თავიდან ბოლომდე შეამოწმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაფერი რიგზე იყო და "გენტთან" მიმართებაში ახლა ასეთი ვითარებაა: თუ სხვა კლუბი შემოგვთავაზებს ჩაკვეტაძეში თანხას, ჩვენ უნდა ვაცნობოთ "გენტს". თუ "გენტი" თანახმა იქნება იგივე პირობებზე, რასაც სხვა კლუბი გვთავაზობს, გიორგი წავა "გენტში". ანუ, ნებისმიერი სხვა კლუბის წინანადების შემთხვევაში, ბელგიელებს გვერდს ვერ ავუვლით.
- "დინამოს" პაპუნაშვილის, არაბულისა და ლობჟანიძის შემცვლელები დასჭირდება. გუნდის სტრატეგიაც ხომ არ შეიცვლება?
- არა. ლევან გეგეჭკორი მანამდე დავიმატეთ, კიდევ გამოჩნდებიან ახალწვეულები, მაგრამ ისე არ იქნება, არიქა, გუნდი გავავსოთ ფეხბურთელებით. "დინამოს" სამწლიანი პროგრამა აქვს და პირველი წელიწადი სწორედ საფუძვლის ჩაყრაზე იყო გათვლილი. შარშან ბევრმა არ იცოდა, თუ ვინ იყო ჩაკვეტაძე, მაგრამ 17 წლის ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "დინამო" ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. გამოჩნდნენ გიორგი ზარია, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია და სხვები. ისინიც მოუმატებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთის მხრივ რამხელა კარგი საქმე გააკეთა ფიფიამ და მეორეს მხრივ კაცი ვერ გაიგებს რა პოლიტიკას ატარებს
გაუგებელი არაფერია, მიდის ტოტალიზატორზე თამაში და არავის არაფერში არ ჭირდება მილიონების ყრა ფეხბურთელებში.
ზესტაფონში რა ვითარებაა? დაგვიბრუნდება ოდესმე?
ხალხო საქართველოშიო საკლუბო ფეხბურთი მკვდარია და ასე იქნებ ასანამ ფეხბურთსი დიდი ფული არ დატრიალდება, ანუ ისეთ გუნდი რომ გააკეთო უცხოურ კლუბებეს კონკურენცია გაუწიოს და ევროპის ლიიგის ჯგუფში რომ მოხვდე მაინც ამისთვის საკმაოდ ძვრირიანი ფეხბურთელები უნდა გყავდეს გუნდში რაც ნებიმიერი საქართველოს გუნდისთცვის წამგებიანია ამ ეტაპზე....ფიფიაც მიხვდა ამას და სხვაგვარად აკეთებს, ანუ ფეხბურთელებს ზრდის და ყიდის, დინამო კიდევ ისეთი დონის გუნდი იქნება მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგებაზე რომ ექნება პრეტენზია...
კაი რაააა კიდე მოთმინებით ვარ მაგრამ ნელნელა იმედები მეკარგება ვინ რას დაიქირავებენ გველესიანიც მიდის ესაც ბელგია ესპანეთი ხო არა რო უარი ვერ უთხრეს ფეხბურთელებმაო აი არაბული დაიკარგებააა ვაფშე უცხოეთში და ღირსიც იქნება ახლა გველესიანიც მიდის ირანშიიიიიი მალადეც თქვენ რავიციიწლებია ერთგულად დავდივარ სტადიონზე ( როცა საქართველოში ვარ ხოლმე ) და საბოლოო ჯამში სულ გუულდაწყვეტილი ვარ ვის სანახვად ვიაროოო ? გინდ სხვა გუდები ვინ უნდა ითამაშონ ყველა ლიდერი მიდის
არაბულმა ერთხელ მიიღო მაგალითი მაგრამ რად გინდა....
რეალურადდინამოს ნაკლებათ აქ ამბიცია ევროთასებზე გასვლის, გუნდს მუდმივ გაახაგაზრდავების პროცესში ვერაფერს მოთხოვ, ფიფია შარშან რო ამბობდა ბევრი ჩავყარე ფულიო, იმ ფულის ამოღებაზე ჩალიჩობს.
სამი მცველი და დაიმატე ორი ნორმალური თავდამსხმელი. ესაა საევროპალიგო გუნდი, გაისად ვისით გინდათ რო არ შეგვარცხვინოთ? იქნებ და აკადემიიდან მიიღოთ შევსება? სულ ერთ იმედზე ვერ იქნები დამოკიდებული თან ახალგაზრდებზე.
საქმე იმაშია რო პრეზიდენტი რო გადაწყვეტს ფეხბურთელებით ფული იშოვოს, მერე საქმე წასულია ხელიდან, ფულით ვინ მოპირავს.
სავსეა პროფესიონალი და მაღალი დონის მენეჯერებით ,დაიქირავოს ფიფიამ ევროპელი მენეჯერი , კონსტიტუციაში კირა გვავს გაწერილი რო მაინც და მაინცქართველი მენეჯერი უნდა ყავდეს კლუბს , ხო ხედავთ თქვე დალოცვილებო რო გარტყმაში არ არიან საქმის. შედეგი ნოლი გაქვს ნოლი.
პაპუნაშვილის დონის მოთამაშე რო დაიმატოს გუნდმა მინიმუმ ნახევარი მილიონის გადახდა ოუწევს და მაინც არ იქნება გარანტია რომ მოერგბა გუნდს იმიტომ რომ ადგილობრივი დინამოს გაზრდილ ძირფესვიანად იცნობს გუნდს , ხოლო ახალი მოსული მითუმეტესლეგიონერს ეიძლება სეზონი დაჭირდესდა მაინც ვერ შეეწყოს გუნდს, იგივე ლობჟანიძეზე და სართოდ ყველა დინამოს აღზრდილზე , არ შეიძლება საუკეთესოების გაშვება და ახალგაზრდების იმედზე გუნდის შენება რომელსაც ამბიცია აქვს რამეს მიაღწიოს ევროტურნირებზე. პირიქით უნდა ხებოდეს მაგრამ იდევ ერთხელდაიყენა ფიფიამ უცოდინარი და დილეტანტი ხალხი გვერდში სალუქვაძის თამადობით.
მართლაც გასაკვირი და სასაცილოა თუ სატირალი არა, რა სამ წლიანი გეგმა? რა არი ამგგმის მიზაი ბოლოს რა უნდა მივიღოთ? გუნდიდან მიდიან ლიდერები ყოველ სეზონზე , რა არის მიზანი სამი წელი რა შუაშია?
torrus013 (1) პასუხი
სად თამაშობდა გეგეჭკორი?
მერანი, ბათუმის დინამო, ჩიხურა
ევროპის საკლუბო სეზონი ჯერ არ დაწყებული ჩვენთვის სამწუხაროდ უკვე დასრულებულია
ძალიან სამწუხაროა, თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა ვერ შეაჩერებ. ვინც სალუქვაძემ ჩამოთვალა სწორედ ისინი ქმნიდნენ ამ დინამოს ბირთვს და რომელი ბირთვის შენარჩუნებასა და 3 წლიან პროგრამაზე ლაპარაკობს??
ლევან გეგეჭკორი მანამდე დავიმატეთ
სად თამაშობდა გეგეჭკორი?
ყიდიან ყველას .მაგრამ იმედია ყაზახეთში. აზერბაიჯანში და რუსეთის პირველ ლიგებში არ გაუშვებენ
წარმატებები