ჭიდაობა

18:20 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

3 ბრინჯაოს შანსი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს სამი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება თეიმურაზ ვანიშვილმა (55 კგ), ზაურ ბერაძემ (84 კგ) და ზურიკო ურთაშვილმა (120 კგ) დილის პროგრამა თითო წაგებით ჩაამთავრეს და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ.

ბრინჯაოს მედლისთვის ვანიშვილი რუს ალიკ ხადარცევს დაუპირისპირდება. ბერაძე სომეხ ჰოვანეს მხითარიანს შეხვდება, ხოლო ურთაშვილი – მოლდოვას ნაკრების წევრ სამან ჯაბრაილოვს.

დღესვე, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მირზა სხულუხიაც ჩაება, მაგრამ ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.117874