ფეხბურთი

15:46 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო თევდორაძე: „ქუთაისში ფეხბურთი უყვართ და მჯერა, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა“

WORLDSPORT.GE განაგრძობს რუბრიკას „ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან“ და ამჯერად ჩვენი სტუმარი ბათუმის „დინამოს“ 23 წლის ნახევარმცველი ვაკო თევდორაძე გახლავთ.

ვაკომ საფეხბურთო კარიერა ადრეულ ასაკში, ბათუმის „ლუკაში“ დაიწყო. 16 წლის იყო, როდესაც ბათუმის „დინამოში“ მოხვდა და აგერ უკვე 7 წელია ერთ გუნდში თამაშობს. ჩვენთან საუბარში ყვება, რომ სპორტის ეს სახეობა ზიდანმა შეაყვარა. ოცნების გუნდი კი „ბარსელონაა“.

როგორც თავად ამბობს, განვლილი წლებიდან არაფერს შეცვლიდა, გარდა იმისა, რომ მეტად შრომისმოყვარე იქნებოდა.

დინამოელთა ათიანმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შანსები „იაგელონიასთან“ 50/50-ზე შეაფასა და ასევე გულისწყვეტით აღნიშნა ის ფაქტი, რომ 29 ივნისს მეტოქის მასპინძლობა არა ბათუმში, არამედ ქუთაისში მოუწევთ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქუთაისელებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და მჯერა ბევრი მაყურებელი მოვა ჩვენ საგულშემატკივროდო.

სასურველი მეტოქედ „ვიდეოტონი“ დაასახელა, თუმცა ხუთეულიდან ყველაზე ძლიერი შეგვხვდაო.

მატჩი, რომელიც არასოდეს დაავიწყდება - „ომონიასთან“ ზესტაფონში გამართული თამაშია, სადაც ბათუმელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს.

- პირველი ნაბიჯები...

- საფეხბურთო კარიერა ბათუმში, კლუბ „ლუკაში“ დავიწყე. ბავშობაში რამდენიმე მწვრთნელთან ვვარჯიშობდი, თუმცა ყველაზე დიდი დრო გია ჯორბენაძესთან და მერაბ ბერიძესთან გავატარე. 16 წლის ვიყავი ბათუმის „დინამოში“ რომ მოვხვდი და მას შემდეგ „დინამოელი“ ვარ.

- განვლილი წლებიდან საფეხბურთო კუთხით თუ არის ისეთი რამ, რასაც აუცილებლად შეცვლიდი?

- შეცვლით ბევრს არაფერს შევცვლიდი, უბრალოდ მეტად შრომისმოყვარე ვიქნებოდი და პროფესიონალი.

- როგორ შეაფასებდი შანსებს „იაგელონიას“ წინააღმდეგ?

- ძალიან რთული მატჩი გველოდება. საკმაოდ სერიოზული მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლონელები აშკარა ფავორიტები არიან. შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.

- 5 სავარაუდო მეტოქე - საინტერესოა, რომელი გუნდი იყო თქვენთვის უფრო სასურველი?

- ძალიან ძლიერი 5-ეული იყო, თუმცა ყველაზე სასურველი მეტოქე უნგრეთის „ვიდეოტონი“ იქნებოდა. ხუთეულიდან ყველაზე ძლიერი სწორედ „იაგელონია“ იყო, რომელიც ჩვენ შეგვხვდა .

- „იაგელონიას“ ქუთაისში მასპინძლობთ, რამდენად გიქმნით ეს ფაქტი დისკომფორტს?

- რა თქმა უნდა დისკომფორტს ქმნის ქუთაისში თამაში ბათუმელი გულშემატკივრისათვის. ჩვენთვისაც ბევრად უკეთესი იქნებოდა საკუთარ ქალაქში გვეთამაშა. იმედი მაქვს მალე ექნება ბათუმს და ბათუმელებს საკუთარი სტადიონი და არ მოგვიწევს სხვადასხვა ქალაქებში თამაში, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ყველა ფეხბურთელმა ვიცით, რომ ქუთაისში უყვართ ფეხბურთი და მჯერა, ძალიან ბევრი ხალხი მოვა ჩვენს საგულშემატკივროდ.

- როგორი მდგომარეობაა გუნდში და რა არის მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი?

- მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობა სახარბიელო არაა, გუნდში კარგი მდგომარეობაა. ყველამ ვიცით თუ რას ნიშნავს ცხრილის მოწინავეთა რიგებში ყოფნა, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარუმატებელ სერიას თავი დავაღწიოთ.

- ჩემპიონატის დონე...

- აშკარაა ჩემპიონატის დონემ მოიმატა. თამაშის ტემპიც წინა წლებთან შედარებით მაღალია. ტრანსლაციები, გულშემატკივრები, ეს ყველაფერი წინ წაგვწევს. შეიძლება ითქვას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ.

- პრინციპული მეტოქე...

- ყველა თამაში პრინციპულია, გამორჩევით ვერცერთს გამოვარჩევ.

- ოცნების გუნდი, სადაც ითამაშებდი...

- ოცნების გუნდი „ბარსელონაა“.

-ვის კარში გატანილი გოლი მოგანიჭებდა ყველაზე დიდ ბედნიერებას?

- მადრიდის „რეალის“ კარში გატანილი გოლი.

- ფეხბურთელი, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შეგაყვარა.

- ფეხბურთი ზინედინ ზიდანმა შემაყვარა.

- მატჩი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება...

- „ომონიასთან“ ზესტფონში 1:0 გავიმარჯვეთ. ეს მატჩი არასოდეს დამავიწყდება.

- შენი ვერსიით როგორ გამოიყურება ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული?

- კარებში ვინ თუ არა ჯიჯი ბუფონი, მარჯვენა მცველი ლამი, ყველაზე სტაბილური მარჯვენა ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი, მარცხენა ცენტრალური მცველი ჰუმელსი, მარცხენა მცველი მარსელო, საყრდენი ბუსკეტსი, შემტევი ნახევარმცველი ინიესტა და ზიდანი, მარჯვნივ მესი, მარცხნივ რონალდინიო და წინ ბრაზილიელი რონალდო.

სამტრედია   2 - 2    დილა

შემადგენლობა

მოვლენები

შუქურა   1 - 2    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   1 - 2    კოლხეთი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   0 - 1    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.302915