ფეხბურთი

12:57 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" პელეგრინის იმატებს

იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნიჭიერი ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურ მედიას თავად 21 წლის ფეხბურთელმა დაუდასტურა.

„დიახ, „რომასთან“ კონტრაქტს ვაფორმებ. რომში სათამაშოდ ვბრუნდები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეორე შანსი გამოვიყენო“, - თქვა პელეგრინიმ.

პელეგრინი "რომასთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო გასამრჯელოს სახით წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს.

საგულისხმოა, რომ პელეგრინი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და ორი წლის წინ სერია A-ში დებიუტიც ამ გუნდის მაისურით ჰქონდა. თუმცა, თავი „სასუოლოში“ თამაშით გაითქვა, რომლის რიგებშიც ბოლო ორ სეზონში 47 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

იტალიის ეროვნულ ნაკრებში ორჯერ აქვს ნათამაშები, ხოლო ახლახან ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ახალგაზრდული გუნდის რიგებში 4-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

0.102403