ფეხბურთი

12:09 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბანეგა "სევილიაში" დაბრუნდა

მილანის „ინტერის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ევერ ბანეგა „სევილიაში“ ბრუნდება. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და არგენტინელი ფეხბურთელი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ დაბრუნდება.

„ინტერმა“ ბანეგას სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ ევერი „ნერაძურის“ ერთი წლის წინ სწორედ „სევილიადან“ შეუერთდა, მაგრამ იტალიურ გრანდს ვერაფრით მოერგო.

28 წლის ნახევარმცველმა „ინტერნაციონალეს“ ღირსება 28 შეხვედრაში დაიცვა და ექვსი გოლი გაიტანა. რაც შეეხება „სევილიას“ - იგი ანდალუზიაში 2014-2016 წლებში ირჯებოდა და გუნდის ლიდერი გახლდათ.

0.132274