ფეხბურთი

11:17 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დანი ალვეშისა და "იუვენტუსის" გზები გაიყარა

იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ დანი ალვეშმა დატოვა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამის გვერდზე განათავსა პოსტი, რომელშიც „ბებერი ქალბატონის“ გულშემატივრებს გამოემშვიდობა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ტიფოზებს, ჩემს თანაგუნდელებს იმ ერთი წლისთვის, რომელიც მათ გვერდით გავატარე. ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, რადგან არასდროს მიფიქრია „იუვენტუსის“ გულშემატკივრების შეურაცხყოფა. ყველა განცხადება იყო სპონტანური და რაც მთავარია, ჩემი გული სუფთაა. მე მიყვარს ფეხბურთი და მას ფულის გამო არ ვთამაშობ“, - წერს ალვეში.

ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა, როგორც ამბობენ, ბრაზილიელი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, რომელიც მას სეზონში 7 მილიონი ევროს გადაუხდის ხელფასის სახით. აღსანიშნავია, რომ დანი იტალიაში ხსენებული თანხის ნახევარს იღებდა.

შეგახსენებთ, დანი ალვეში „იუვენტუსში“ ზუსტად ერთი წლის წინ ჩაირიცხა, გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. პარალელურად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია. ალვეშმა საბოლოოდ, შავ-თეთრი მაისური 33-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა.

0.114074